ხევსურის ნათქვამი

ხევსურს ეთქვა:

„გადავედივ თუშებჩიგავ.

დაბაღობდესავ.

მითხრეს: ასრიევ!

ვასრიევ.

იქით უძახესავ: „მევევ-ვევევ!“

აქით უძახესავ: „ფხევევ-ვევევ!“

ჭრელისჭრელ წინდებ ქვე მარგუნესავ.“

.

(თუშეთში გადავედიო. დაბაღობა ჰქონდათ გამართულიო, – ე.ი. მიცვალებულის სულის საოხი რიტუალი სრულდებოდა – სუფრებით იყვნენ მიცვალებულის პატრონები და მიზანში სროლა იმართებოდა, გამარჯვებულებს გარდაცვლილის სახელით აჯილდოებდნენ. მითხრეს, მეც მესროლა მიზანში და ვესროლეო. იქიდან (სადაც სამიზნე იყო) დაიძახეს: ვინ არის, ბიჭოო? (წოვათუშურად: „მე ვა, ევ?“-ო). აქედან გასძახეს: ხევსურია, ბიჭოო! (წოვათუშურად: „ფხევ ვა, ევ!“-ო). ჯილდოდ ჭრელზე ჭრელი (ანუ ლამაზი) წინდები მომცესო.

[ჩაწერილია 1974 წელს, ზემო ალვანში]

დატოვე კომენტარი