მეწყერი

გიორგი კაიშვილი (1926-1988). ჩაწერილია 1970-იან წლებში ელენე ქადაგიძის მიერ წოვათუშურად. თარგმნილია მცირეოდენი გამოკრებით.

შარშანწინ, ზაფხულში, ალაზნისთავში რომ ავედით, ჩვეულებრივად, ცხვარი და ბატკანი გავაცალკევეთ. ყველს მე ვაკეთებდი, მეკოდე ვიყავი. არა უშავდა რა, საშუალო ყველი იყო, როგორც მეურნეობას შეეფერება. ჰოდა, შევუდექით ყველის კეთებას. სამ-ოთხ დღეში ერთი გუდა აგვქონდა და ზემოთ გამოქვაბულში ვინახავდით. სამი ფარა გვედგა ბინის გარშემო. Continue reading “მეწყერი”

წიფლოვანა

თეკო უშარაული (1923-2014). ჩაწერილია 1970-იან წლებში ელენე ქადაგიძის მიერ წოვათუშურად. ნათარგმნია მცირეოდენი გამოკრებით

თუშების ცხოვრება ასეთი იყო: ბარიდან მთაში, მთიდან ბარში…

შეკაზმავდნენ ცხენებს გათენებისას, იქვე ხურჯინებს აჰკიდებდნენ, ხურჯინებში ბავშვებს ჩასხამდნენ და გზას დაადგებოდნენ. მიდიოდნენ, ცხადია – მთები უნდა გადაელახათ – გზადაგზა ღამის თევით. დიდ ცეცხლს დაანთებდნენ და იმ ცეცხლის ირგვლივ იშლებოდა სუფრები, იქ ითქმოდა ყველაფერი – სამგლოვიაროცა და სამხიარულოც. Continue reading “წიფლოვანა”

გურგალჭალიდან აქეთ

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) (1902-1984). ჩაწერილია 1979 წელს წოვათუშურად. ნათარგმნია სიტყვასიტყვით.

…იქიდან [გურგალჭალიდან] აქეთ გადმოვედით.

ის სახლი – მამა-ბიძის გარდაცვალების შემდეგ, ფიცარი გვქონდა, მამაჩემის ნაყიდი, ერთმანეთზე გადაწყობილი და გადაფარებული; მეორე ეზოც გვქონდა, ბაკალიშვილებისგან 12 თუმნად ნაყიდი, გიგოლიშვილი პავლეს გვერდით, ნახევარი დღიური –  ის სახლი დავშალეთ და აქეთ ჩამოვიტანეთ. იქ სხვა, ქვეშ გომურიანი ორი ოთახი, შუაში კორიდორით, Continue reading “გურგალჭალიდან აქეთ”

“ი-ფშუ!”

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) (1902-1984). ჩაწერილია 1979 წელს წოვათუშურად. ნათარგმნია სიტყვასიტყვით

1922 წელი იქნებოდა. ამაანთ ივანესთან ვიყავი მწყემსად. ზაფხულობით ლეკის მთაზე მივდიოდით; საირმესთან, გადასასვლელზეა ის მთა. ნიკოლოზის დროს გაყვანილი საურმე გზა იყო, თუმცა იმ გზაზე ურმები ვეღარ დადიოდნენ, დანგრეული იყო. შიშიანობა იდგა, Continue reading ““ი-ფშუ!””

როგორ ვცოტავდებოდით

ფორე ქავთარიშვილი (დაბ.1930 წ.). ჩაწერილია 2020 წელს წოვათუშურად. ნათარგმნია სიტყვასიტყვით

მე ბიძა მყოლოდა, მიხაკო ერქვა. ბიძაჩემი მიხაკო სხვა თუშებთან ერთად ადიოდა ხუფრაში, იქ წველიდნენ ცხვარს და  შემოდგომით, აქეთ წამოსვლისას, ქვაბ-კასრი იქ, სოფელში, ხოტრახოში აჰქონდათ, დიდოებს აბარებდნენ. ნაცნობი ოჯახი იყო, ოჯახის უფროსი ძმად Continue reading “როგორ ვცოტავდებოდით”

საუკუნის წინ

დიმიტრი ცისკარიშვილი (აფშინაშვილი) (1902-1984). ჩაწერილია 1979 წელს წოვათუშურად. ნათარგმნია სიტყვასიტყვით.

1917 წელს 15 წლის ბიჭი დუშეთში ვსწავლობდი. დუშეთის სასწავლებელში 17 მოსწავლე იყო სახელმწიფო ხარჯზე (დუშეთი – თიანეთის რაიონი). მეც, როგორც ობოლი, სახელმწიფო ხარჯზე ვიყავი. ვსწავლობდი მეოთხე კლასში. თებერვალში ნიკოლოზი ჩამოაგდეს და ჩვენც Continue reading “საუკუნის წინ”

ჩემი გვარის შესახებ

IMG_20200306_163610ილო წოტოიძე (დაბ. 1931 წ.). ჩაწერილია 2020 წელს წოვათუშურად. ნათარგმნია სიტყვასიტყვით.

პაპაჩემს დიდი ოჯახი ჰქონდა: მშობლები, ორი ვაჟი, ერთ ქალიშვილი, და ცხოვრება რომ გაჭირდა, მამაჩემი გავიდ-გამოვიდა. იყალთოში წავიდა ძმობილთან, რომელიც კიდეც Continue reading “ჩემი გვარის შესახებ”

შეთე

შეთე გულუხაიძის არნახული მამაცობის ამბავი ცნობილი იყო, როგორც საქართველოსა და დაღესტანში, ასევე რუსეთშიც. იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული იყო შეთეს საგმირო ამბებით. კავკასიის ომების ისტორიკოსი გენერალი  ნ. ვოლკონსკი შეთეს პირადად იცნობდა და ხშირად თვითმხილველიც იყო მისი საარაკო გმირობებისა. მის სიტყვებით, Continue reading “შეთე”

ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებში

/რამდენიმე ამონარიდი პროფ. ეთერ არჯევანიძის სამეცნიერო სტატიიდან/

„…1846 წლის „კავკაზის“ N50-ში იბეჭდება ივანე ცისკარიშვილის შესანიშნავი, უკვე ჩვენი დარგისათვის მნიშვნელოვანი ნარკვევი „თუშეთის სურათი“. იგი საქმიანად და დიდი გულისყურით აღწერს წოვათუშების სოფლებს და მათი ცხოვრების ზოგ მხარეს. მან ამ წერილით, შეიძლება ითქვას,  გაზეთ „კავკაზში“ პირველმა დაიწყო მსჯელობა ამირანის Continue reading “ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებში”

მამა

ივანე ქავთარიშვილი (დაბ.1937 წ.) (ჩაწერილია 2020 წ. წოვათუშურად. ნათარგმნია გამოკრებით)

ბევრი ქონების მქონენი იყვნენ ბუქურაულები, ედიშერიძეები, ბეროშვილები… მაგ ბუქურაულებს მამაჩემი კარგად იცნობდა. იმ 500 ცხენზე ჰყვებოდა მამა: ერთი ჩაღმა ჰყოლოდათ, 20 წელი ემსახურა იმათთან, სულ ზეპირად იცოდა, რომელი ხრდალი რომლის Continue reading “მამა”

ალექსი ნუიშვილის ლექსი

[წოვათუშური ლექსის პწკარედი]

„რუსებისთვის ვრცელო რუსეთო, თუშებისთვის იწროქმნილო,

შენთან კეთილი გულით მოსულები ტირილით შინ გამოგზავნე, Continue reading “ალექსი ნუიშვილის ლექსი”